სარვამარტო პრემია თვითმმართველობაში
პრემიების გაცემის ტრადიცია ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე წელს პირველად სარვამარტოდ შესრულდება.
თვითმმართველობაში დასაქმებულთათვის სარვამარტოდ პრემიების გაცემის ბრძანება ქუთაისის საკრებულომ გამოსცა.
„ტრადიციულად, წელსაც ვუკეთებთ საკრებულოს აპარატში დასაქმებულ ქალბატონებს საჩუქარს," - ამბობს საკრებულოს აპარატის უფროსი, ვანო ჟორჟოლიანი.
საკრებულოში, სარვამარტოდ პრემიას 24 ქალბატონი მიიღებს, თითოეული 200 ლარის ოდენობი.
რა დამსახურებისათვის ხდება პრემიების გაცემა ადგილობრივ თვითმმართველობაში (მერია და საკრებულო) და რა კონკრეტული სამუშაოები გასწიეს გასულ წელს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღებული პრემიის სანაცვლოდ? სტატია აღნიშნულ თემაზე იხილეთ newpress.ge–ზე უახლოეს ხანში.
ავტორი: თეკლა მორგოშია