ქუთაისში 8 მარტი ქალბატონებს არასამთავრობოებმა მიულოცეს
8 მარტი ქუთაისელ მარავალშვილიან ქალბატონებს, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიულოცეს.
"დახმარების საერთაშორისო ფონდის" და "დედათა და ბავშვთა დაცვის ლიგის" წარმომადგენლებმა მრავალშვილიან 20 ქალბატონს საჩუქრები გადასცეს.
„დღეს მრავალშვილიან ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით. ჩვენი ორგანიზაციები
აქტიურად მუშაობენ მრავალშვილიანი დედების
საკითხებზე“, – განმარტა „დედათა და ბავშვთა ლიგის“ დირექტორმა მანანა მანაგაძემ.
მრავალშვილიან დედებს პირველადი მომხმარების ჰიგიენური საშაულებები გადაეცათ საჩუქრად.
"სასიამოვნოა ყურადღება, როცა ვინმეს ახსენდები, როგორც დედა", – აღნიშნა შეხვედრაზე 11 შვილის დედამ, ფოთოლა ასათიანმა.
შეხვედრაზე მყოფი მრავალშვილიანი დედების თქმით, თვითმმართველობის
მხრიდან უფრო მეტი ყურადღება ესაჭიროებათ.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, საჩუქრების გადაცემის გარდა,
მრავალშვილიანი დედების პრობლემებსაც გაეცნენ.
"დახმარების საერთაშორისო ფონდის" დამფუძნებლის, თემურ სულაძის თქმით, მრავალშვილიან დედებს უფრო მეტი თანადგმომა და მხარდაჭერა სჭირდებათ ხელისუფლებიდან.
"დახმარების საერთაშორისო ფონდი" 1996 წელს ჩამოყალიბდა. ფონდის ძირითადი მიზანი ქველმოქმედებაა.
ავტორი: თეკლა მორგოშია