|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სამინისტროში 13 პროექტის წარდგენას გეგმავს

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით  ნარმანიამ რეგიონის მუნიციპალიტეტები ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

იმერეთის, გურიისა და  რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებს ხელმძღვანელებს  მინისტრმა  აღნიშნულ რეგიონებში 2013 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისათვის წარდგენის პროცედურებიც განიხილეს.

„თვითმმართველობებს უკვე მომზადებული აქვთ პროექტები, რომელიც მათ ორშაბათს უნდა წარმოადგინონ  სამინისტროში.  ნაწილმა უკვე წარმოადგინა. ვისაუბრეთ პროექტების შერჩევის ამოსავალ პრინციპებზე, ასევე, რა პრინციპით უნდა განხორციელდეს  დაფინანსების შემდეგ პროექტები და ის უმთავრესი პრიორიტეტები, რაც სამინისტროს გააჩნია მის საქმიანობასთან დაკავშირებით, აქაც უნდა იყოს გათვალისწინენებული. ეს  პრინციპებია  გამჭვირვალობა, პროექტების ეფექტიანობა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი,“ – ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, მიმდინარე წელს ქალაქის მერია სამინისტროში 27 მილიონი ლარის ღირებულების 13 პროექტის წარდგენას გეგმავს.  პროექტები მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკის რეაბილიტაციას, სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებასა და ქალაქში ძაღლსაშენის მოწყობას ეხება.

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი გასულ წელთან შედარებით 140 მილიონით გაიზარდა და 200 მილიონი შეადგინა. ფონდი რეგიონებში წყლის სიტემების, ხიდების, გზებისა და  გარე განათების მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა