ინფრასტრუქტურის მინისტრი ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს რეგიონული განვითარების
მინისტრმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილემ დღეს, ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო
სამუშაოები დაათვალიერეს.
ქუთაისის 17.3 -კილომეტრიანი გზა, ავტომაგისტრალის ერთ-ერთი
სეგმენტის - იმერეთის 59 კილომეტრიანი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან
იწყება, გაივლის ქუთაისს და სამტრედიასთან დასრულდება.
დავით ნარმანიას
თქმით, ობიექტზე სამუშაოები ყოველდღიურ
რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთის ექსპლოატაციაში გაშვება მიმდინარე წლის
ბოლოსათვის იგეგმება, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები 2014 წელს გაგრძელდება.
„სამუშაოების მიმდინარეობა მნიშვნელოვანია იმ ფონზე,
როდესაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ხაზს უსვამენ იმას, რომ პროექტები შეჩერებულია.
მე მოვუწოდებ მათ, რომ საკუთარი თვალით ნახონ ეს ყველაფერი,“ - ამბობს ნარმანია.
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონულ იგანვითარების
სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. პროექტს იაპონიისა
და საქართველოს მთავრობები აფინანსებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე