ინტრიგები და საიდუმლოებები ქუთაისის საავიაციო ქარხნის ირგვლივ
საბჭოთა კავშირის სამხედრო ავიაციის ფლაგმანი, ქუთაისის საავიაციო სარემონტო ქარხანა, მსხვილ საწარმოებს შორის ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელსაც „ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაკოტრების რეჟიმი არ შეხებია. იგი პრივატიზებული ობიექტია, რომლის 14%-იან წილს ქუთაისის ამჟამინდელი მერის ბესიკ ბრეგაძის კუთვნილი შპს „კომფორტი" ფლობს.
სამშენებლო კომპანია „კომფორტი" ქუთაისში რამდენიმე მხსვილმასშტაბიანი პროექტის ავტორია. კომპანიის სახელი მოიხსენიება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა ნუსხაშიც. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „კომფორტმა" „ნაციონალურ მოძრაობას" 20 000 ლარი შესწირა. კომპანია შპს „ავია აიას" პარტნიორია, რომელიც 2008 წელს ქუთაისის საავიაციო სარემონტო ქარხნის მფლობელი გახდა.
„ავია-აიამდე" ქარხნის ბედი ინტრიგებით და საიდუმლოებებით მოსილი იყო, ისევე, როგორც მისი თავდაპირველი დანიშნულება.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "ახალი გაზეთის" დღევანდელ (11 მარტი) ნომერში
ავტორი: დეა მანაგაძე