|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერელ მოვაჭრეებს შიმშილობა ინვესტორის წინადადებამ დააწყებინა

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურა იაშვილი მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების შიმშილობის მიზეზებს განმარტავს. იაშვილის თქმით, 2012 წლის ოქტომბერში, ბაზრის კერძო ინვესტორზე გასხვისების შემდეგ, ამ უკანასკნელმა ორ წელიწადში მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

„ინვესტორმა ვალდებულების შესრულება უვკე დაიწყო.  მათ მოვაჭრეებს შესთავაზეს ალტერნატიული ფართი და  სთხოვეს იქ  გადასულიყვნენ, ვიდრე ბაზრის ტერიტორიაზე სამუშაოები იქნება. მოვაჭრეებს ეს არ მოეწონათ და შიმშილობა დაიწყეს. გარდა ამისა, მოვაჭრეები ბაზრის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადმოსვლასაც ითხოვენ,“ – ამბობს იაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა შიმშილობა დღეს დაიწყეს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა