სააკაშვილი: "მთავრობა ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს"
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს სოციალური ქსელ facebook–ის ოფიციალურ გვერდზე. "მთავრობა საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.
სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია.
მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს," – აცხადებს სააკაშვილი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა