პროკურატურამ იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი დაიბარა
იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გიგა შუშანია პროკურატურაში დაიბარეს. შუშანიას
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე ელოდებიან.
Newpress.ge-მ
სცადა
გაერკვია რა საქმესთან და რა სტატუსით იბარებენ გიგა შუშანიას პროკურატურაში, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ შუშანიამ ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა
გასული წლის ბოლოს, იმერეთის გუბერნატორად ვახტანგ ბალავაძის დანიშვნის შემდეგ, პირადი განცხადების
საფუძველზე დატოვა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
















