|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის სამსახური ქუთაისის თემატიკაზე კონკურსს აცხადებს

„კულტურული ინიციატივა“ ამ სახელწოდების იქნება კონკურსი, რომელსაც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური იწყებს. ამის შესახებ დღეს, მერიაში არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებთან ხვედრაზე განაცხადეს კონკურსის ინიციატორებმა. 

„კულტურული ინიციატივა“, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებასა და ხელშეწყობას ისახავს მიზანდ, თავის პრიორტეტებსაც ამ მიმართულებით საზღვრავს.

კულტურის სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, აქცენტირება უნდა გააკეთონ ქუთაისის ისტორიულ–კულტურული ტრადიციების პოპულარიზებაზე, ასევე კულტურის სფეროს კონკრეტული დარგის განვითარების ხელშეწყობაზე.  

უპირატესობა ენიჭება იდეის ორიგინალობასა და მასშტაბურობას, ასევე პროექტის მდგრადობასა და განვითარების პერსპერქტივებს.

განაცხადების მიღება 18 მარტს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება. გამარჯვებულებს აპრილის ბოლოს 11 კაციანი კომისია გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა ყველას, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, როგორც ქუთაისელს, ასევე არაქუთაისელს. "მხოლოდ იმ პირობით, რომ პროექტი ქუთაისს უნდა ეხებოდეს", - განაცხადეს შეხვედრაზე.

კონკურსის ბიუჯეტი 75 ათას ლარს შეადგენს.

„არ გვექნება არანაირი შეზღუდვები, ზედა და ქვედა ზღვარი. ბიუჯეტი შეიძლება სამ პროექტზე განაწილდეს, ან შეიძლება – 12–ზე, გააჩნია რომელი პროექტი უპასუხებს წარმოდგენილ პირობებს და პრიორტეტებს. კონკურსში გამარჯვებული პროექტისთვის თანხა არ გაიცემა გრანტის სახით, არამედ გამარჯვებული ავტორი მას ჩვენთან ერთად განახორციელებს“, – აღნიშნა მერიის კულტურის სსმსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა