|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს დეპუტატი ავტობანის მშენებლობის საკითხებზე დაიკითხა

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, მერაბ ბარათაშვილის დაკითხვა სოფელ სიმონეთის პოლიციაში დასრულდა.

დეპუტატის თქმით, სამართალდამცავებმა ის მოწმის სახით დაკითხეს, იმერეთში ავტობანის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვმუშაობდი, აინტერესებდათ, ავტობანის მშენებლობისთვის როგორ და რა პრინციპით მიმდინარეობდა მიწის გამოსყიდვა მოსახლეობისგან,"- ამბობს მერაბ ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღესვე დაკითხვაზე დაიბარეს იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერატორი გიგა შუშანია. მისი დაკითხვა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა