მერაბიშვილი სამტრედიაში დახურულ შეხვედრას მართავს
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, ამ წუთებში, სამტრედიაში დახურულ კარს მიღმა "ნაციონალებს" ხვდება.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ის იწყებს შეხვედრებს რეგიონებში პარტიულ აქტივთან. "მათგან ვისმენ, რა არის დღეს აქტუალური, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს პარტია. გარდა ამისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში შუალედური საპარამენტო არჩევნებია. ვმუშაობთ მაჟორიტარობის კანდიდატებსა და ჩვენი პარტიის მობილიზებაზე," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა სამტრედიაში, შეხვედრის დაწყების წინ.
სამტრედიის შემდეგ, მერაბიშვილს, დღესვე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ელოდებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა