"ნაციონალებმა" სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელეს
"ნაციონალური მოძრაობა" შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის სამტრედიის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატზე შეთანხმდა.
პარტიის გადაწყვეტილებით, კანდიდატად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ემზარ შუბლაძე დასახელდა, რომელიც ამავე დროს, "ნაციონალების" სამტრედიის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
ემზარ შუბლაძის თქმით, "ნაციონალები" ყოველთვის იბრძოდნენ გამარჯვებისთვის და ამჯერადაც, გამარჯვების იმედი აქვთ.
"ჩემი წარდგენა რამდენიმე დღეში მოხდება. სამტრედია ყოველთვის გენდობოდა და გვენდობა ჩვენ," - ამბობს შუბლაძე.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიელ "ნაციონალებს" დღეს პარტიის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი შეხვდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა