პარლამენტი პრეზიდენტისათვის დაზვერვის ჩამორთმევაზე მუშაობს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დაზვერვის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირინე იმერლიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისად, სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება პრემიერ-მინისტრს ეკისრება.
საპარლამენტო უმცირესობამ, რომელიც დაზვერვის სამსახურის მთავრობისათვის გადაცემას აპროტესტებს, დღეს კომიტეტის სხდომა დატოვა.
უმრავლესობის წარმომადგენლის კობა დავითაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ხელში დაზვერვის სამსახურს ფუნქცია არ ჰქონდა.
როგორც დავითაშვილი ამბობს, სამსახურის გადაცემას ფორმალური ხასიათი არ უდნა ჰქონდეს, მან რეალურად უნდა იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატის თქმით, ის მისი გაუქმების წინადადებით გამოვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს პირველი მოსმენით პლენარულ სესიაზე გაიტანენ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს
სახელმწიფო დაცვის სამსახურიც ჩამოერთვა, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე