ღარიბაშვილი: "ცდილობთ აჩვენოთ საზოგადოებას, რომ რაღაც საშინელებები ხდება"
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია ბარამიძის განცხადებით,
ქვეყანაში ის დრო დაბრუნდა, როდესაც ქუჩაში მოქალაქეების გადაადგილება უსაფრთხო არ იყო, ადამიანები მანქანებს გარეთ ვერ
აჩერებდნენ და ხდებოდა მანქანებიდან აკუმულატორების
ამოღება. აღნიშნულის შესახებ ბარამიძემ უმცირესობისა და შინაგნ საქმეთა მინისტრთან, ირაკლი
ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
ბარამიძის თქმით, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების
დაძაბვა იმან განაპირობა, რომ სამინისტროში
კადრები კონკურსის გარეშე ინიშნებიან.
მინისტრის განცხადებით, უმცირესობა ზოგადად საუბრობს
და „ნაციონალები“ თავიანთი განცხადებებით ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას.
„ძალიან ზოგადია თქვენი საუბარი. მასე მეც შემიძლია
ვისაუბრო. ქვეყანაში მოხდა უპტენცენდენტო ამნისტია. 8 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ ამნისტიით. ამას
დაემატა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 2 000-მდე ადამიანი, მათ შორის მძიმე დანაშაულის
ჩამდენი პირები. თქვენ ცდილობთ აჩვენოთ საზოგადეობას, რომ რაღაც საშინელებები ხდება,
თუმცა არაფერი ხდება,“ - ამბობს ღარიბაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე