|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღარიბაშვილის პასუხი მისი ნათესავების დასაქმებაზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა შსს მინისტრათან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის იმ ნათესავების სია წარმოადგინა, რომლებიც სამინისტროსა თუ  სხვადასხვა უწყებაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დასაქმდნენ.

ნადირაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის და თეა ღარიბაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდში დასაქმდა, ხოლო  ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დის შვილი, ზვიად ჯანყარაშვილი სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტზე აღმოჩნდა. ასევე, მინისტრის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის და, თამარ თამაზაშვილი დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ძალოვანი მინისტრის დასაქმებული  სანათესაოს შესახებ ინფორმაცია  კახეთის საინფორმაციო ცენტრმაც გამოაქვეყნა და ის ამ სიის ჩამოთვლას აღარ გააგრძელებდა.  

ნადირაშვილის საპასუხოდ, ღარიბაშვილმა იმ ადამიანების დასახელება დაიწყო, რომლებიც „ნაციონალების“ კადრებს წარმოადგენენ და შსს-ში მუშაობენ.

„დავიწყო? აკაკი მინაშვილის  და ჯერ კიდევ მუშაობს  ჩემს სამინისტროში. მუშაობს მისი ცოლი და თინა გურჯალიანის და. შოთა ხიზანიშვილის მთელი სანათესაოა დასაქმებული, მუშაობს ხატია დეკანოიძის მამა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ ამგვარი ფორმით საუბარი არასერიოზული იყო.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით,  „ნაციონალების“ დროს მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა და მათი დაშინება  ხდებოდა.  

„თქვენი საარჩევნო კამპანიის სლოგანი იყო  თამაზაშვილი გინდათ დაბრუნდეს?  ჩემი სიმამრის  მერვე საპყრობილეში  ყოფნის დროს რამდენჯერმე მისი მოწამლვის მცდელობა ჰქონდათ.  ამაზე დაწყებულია  გამოძიება  და დაკითხულია მოწმე. ადამიანს გულის შეტევა დაემართა და მორგში გადაიყვანეს. აყურებინეს მომაკვდავი პატიმრები გარდაცვალება.  ჩემი ოჯახის თიოთოეულ  წევრზე იყო ზეწოლა,“ - ამბობს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შსს მინისტრი პარლამენტში დღეს საპარლამენტო უმცირესობის მოწვევით იმყოფება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა