|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯავახეთში ვითარება სრულიად კონტროლირებადია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯავახეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ნაციონალური  მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და დაძინა, რომ ქვეყნის ახალ ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გამოცდილების გაზიარება არ სჭირდება.

„ჯავახეთში არავითარი ვითარება არ არის დაძაბული, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და უპასუხისმგებლო განცხადებები, მე მოვუწოდებ ყველას,  ეს იქნება მერაბიშვილი თუ ვინმე სხვა, მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდნონ ასეთ საკითხებს. სიტუაცია იქ არის სრულიად კონტროლირებადი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პარლამენტში  უმცირესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში არსებული ვითარების შესახებ ვანო მერაბიშვილმა განცხადება დღეს,  „ნაციონალური მოძრაობის“  ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პარტიის  გენერალური მდივნის  განცხადებით, უახლოესი ისტორიის მანძილზე არასდროს არ იყო ქართული სახელმწიფო ახალქალაქში ისეთი ძლიერი, როგორიც ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა