|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანელები პროკურატურს "სოკარის" საქმიანობის შესწავლას სთხოვენ

ვანის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლები  კომპანია „სოკარის“  წინააღმდეეგ გამოდიან.

მოსახლეობა აღნიშნული კომპანიის მუნიციპალიტეტიდან წასვლას, კომპანიის მიერ  აბონენტებისათვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებასა და პროკურატურისგან „სოკარის“ საქმიანობის შესწავლას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნები მათ დღეს ვანში,  კომპანიის ოფისის წინ გამართულ აქციაზე გააჟღერეს.

აქცისი მონაწილეთა განცხადებით, "სოკარი"  რაიონში დაახლოებით ორი  თვის წინ შევიდა. კომპანიამ "ვანი გაზი" შეისყიდა, რომელიც მუნიციპალიტეტის გაზით მომარაგებას უზრუნველყოფდა.

მოსახლეობის განმარტებით,  გაზის გადასახადის დაფარვის ბოლო ვადა ყოველი თვის 18 რიცხვია.  იმ შემთხვევაში თუ აბონენტმა 18 რიცხვისათვის თანხის გადახდა ვერ შეძლო, მას ამავე დღესვე გაზის მიწოდებას უწყვიტავენ, ხოლო ქსელში ჩასართავად აბონენტმა 30  ლარი უნდა  გადაიხადოს.  

„ვანი-გაზის" პირობებში აბონენტებს ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ. გაზის ფულს თუ ერთ თვეში ვერ იხდიდნენ, შეეძლოთ ის მეორე თვეში დაეფარათ. ახლა ესენი არნახულ სადამსჯელო ღონისძიებებზე არიან გადასული. სოციალურად დაუცველს ხუთი ლარისათვის რომ  უჭრიან გაზს, ის 30 ლარს როგორ გადაიხდის. „ნაციონალები“ და სააკაშვილი  კარგს რას შემოიყვანდნენ. არ გვინდა ეგ კომპანია. წავიდეს აქედან,“ - ამბობენ აქციის მონაწილეები.

„სოკარის“ საქმიანობით უკმაყოფილო მოსხლეობის აქციას „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პარტიის წევრები და მოსახლეობა პროკურატურის კომპანიის საქმიანობის შესწავლას სთხოვენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა