მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია
მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, -აღნიშნული ირკვევა Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული რძის ფასების ინდექსის მიხედვით.
მონაცემების მიხედვით, 101 ქვეყანას შორის საქართველო მე-21 ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მარკეტებში 1 ლიტრი რძე საშუალოდ 1.87 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, ყველაზე იაფი კი თურქეთშია, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 96 ცენტს (91-ე ადგილი) შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, მათი ფასები ასე გამოყურება: აზერბაიჯანი (50-ე ადგილი) - 1.41 დოლარი; რუსეთი (72-ე ადგილი) – 1.23 ცენტი. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მონაცემები რეიტინგში ამჟამად წარმოდგენილი არ არის.
წყარო: BPN
ავტორი:




16:05
15:07
14:11
















