სამტრედიელი "ნაციონალები" აქტივისტებს ბიუჯეტის ხარჯზე ინახავენ
სამტრედიაში
„ნაციონალები“ შუალედური საპარლამენტო
არჩევნებისათვის ემზადებიან, რისთვისაც სახელმწიფო
ბიუჯეტიდან პრემიებს ირიცხავენ,“ - აღნიშნულის
შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „სამტრედიის“ თავმჯდომარე კობა ძიძიგური საუბრობს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიმდინარე
წელს „ნაციონალებმა“ პრემია ოფიციალურად ორჯერ მიიღეს - იანვარსა და მიმდინარე თვეში.
ხოლო გასულ წელს ოფიციალურად პრემია 6-ჯერ გამოიწერეს.
„ეს იმ დროს ხდება, როდესაც რაიონში უამრავი რამ გასაკეთებელია.
რაიონის ფრენბურთის გუნდი, რომელიც ევროპის
ექვსგზის ჩემპიონია, შეჯიბრებაზე არ გაუშვეს. 2 000 ლარი არ გამოყვეს ამისათვის, როდესაც
თავიანთ პრემიებზე მიმდინარე თვეში 24 000 ლარი დახარჯეს. „ნაციონალებმა“ პრემია, რომელიც
ხშირ შემთხვევაში სახელფასო დანარიცხის ტოლია, შეიძლება იმიტომაც გასცენ, რომ მათმა თანაგუნდელმა ცოლი მოიყვანა და
უნდა გამოუწერონ,“ - ამბობს კობა ძიძიგური.
დეპუტატის თქმით, მას აღნიშნული საკითხის დაყენება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდოდა, თუმცა ამის საშუალება
არ მიეცა.
„ახლა არჩევნები ახლოვდება. "ნაციონალების" აქტივისტებს ქუჩაში სარბენად და აგიტაცია- პროპაგანდისათვის ფული
სჭირდებათ. პრემიები რაც ოფიციალურად იწერება ჩვენ მხოლდ ის ვიცით, თორემ ისე ინდივიდუალურად
ვინ რას იღებს, ეს კიდევ ცალკე საქმეა,“ - ამბობს ძიძიგური.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე