|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორუფციულ გარიგებებში ბრალდებულმა სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატობა

საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე "ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" ხელმძღვანელი, ლიკა კილაძე დაინიშნა.
სამინისტროს პრესსამსხურში აცხადებენ, რომ სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, დავით აფციაურმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"დავით აფციაურმა განცხადება მიმდინარე წლის 1 მარტს დაწერა მინისტრის სახელზე და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება," – აცხადებს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკა გულუა.
შეგახსნებთ, რომ დავით აფციაურს დევნილები იმერეთში ბინების დანაწილების პროცესში კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ.

500 დო­ლა­რი სახელმ­წი­ფოს­გან კუთ­ვნი­ლი ერ­თო­თახია­ნი ბინის სა­ნაც­ვლოდ - ეს არის თანხის მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნობა, რო­მე­ლიც დევნილების განცხადებით, კომ­პაქ­ტურ ჩა­სახლებაში მცხოვ­რებლებს ახალი, რეაბილი­ტი­რებული ფარ­თებისუპ­რობლე­მოდ" მი­სა­ღებად უნ­და გა­დაეხადათ, თუმ­ცა ესეც მხოლოდ - „კარ­გი ნაც­ნობობით".



ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა