|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი - ირაკლი კობახიძე

საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული.

„საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, იქიდან გამომიდინარე, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული. ასეთი ინტერესი არ არის. რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო“,  - განაცხადა კობახიძემ.

 
 
 
 

ავტორი: