|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოელი "მეოცნებეები" კოალიციას დაუპირისპირდნენ

„ქართული  ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წარმომადგენლები კოალიციის რაიონული ოფისის ხელმძღვანელის თავიდან არჩევას ითხოვენ. 

„მეოცნებეები“  აღნიშნული თხოვნით კოალიციის  პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიას მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი აქციებით იმუქრებიან.

წყალტუბოში, კოალციის ოფისის წინ დღეს გამართულ აქციაზე „მეოცნებეები“ აცხადებდნენ, რომ მიმდინარე წლის 28 იანვარს  რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლაშა ნარჩემაშვილის არჩევა არალეგიტიმურად მოხდა. რის გამოც, კონფერენციის შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, წინასაარჩევნოდ, მათ კოალიცია შავი საქმის შესასრულებლად იყენებდა, ხოლო როდესაც გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა, ისინი უარყვეს და მოვლენების მიღმა დატოვეს. 

„პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე წყალტუბოს „ქართულ ოცნებაში“ 117 წევრი ირიცხებოდა. ლაშა ნარჩემაშვილი ამ ხალხიდან მხოლოდ 12-მა კაცმა აირჩია. სხვები არ დაუშვეს კონფერენციაზე და ჩვენი კუთვნილი მანდატები „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ნაციონალებს“ დაურიგეს.

"ნარჩემაშვილის არჩევაში წყალტუბოს გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ პარტიის პოლიტსაბჭოსა  და სარევიზიო კომისიას, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება ახალი კონფერენციის ჩატარების თაობაზე,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ყურაშვილი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კოალიციის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი საპროტესტო აქციას ჯერ პარლამენტთან გამართავენ, ხოლო შემდეგ თბილისში, პრემიერის რეზიდენციასთან გადაინაცვლებენ.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა