|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ მიდის "ნაციონალების" აქციაზე ქუთაისის ვიცე-მერი?

ქალაქის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე 19 აპრილს,  თბილისში, „ნაციონალების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე  წასვლას მნიშვნელოვნად თვლის.

ვიცე-მერის განცხადებით, ევროპული კურსი ქვეყნის გადარჩენის გზაა. ხოლო თუ საქართველო უარს იტყვის ევროინტეგრაციაზე, ის ყრუ და ჩამორჩენილი რუსეთის, კიდევ უფრო ჩამორჩენილი პროვინცია იქნება.

„მე საერთოდ გავწყვეტდი ურთიერთობას რუსეთთან. დამპყრობელი ვისაც მეგობარი ჰგონია, ეს მისი პოზიციაა. ვფიქრობ,  ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე ასე ფიქრობს. რუსეთი ჭაობია და თუ საქართველო მას აირჩევს, ის ჩამორჩენილი რუსეთის კიდევ უფრო ჩამორჩენილი პროვინცია იქნება,“ - ამბობს ძოწენიძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალები“ 19 აპრილს თბილისში დაანონსებულ აქციაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეებს ეპატიჟებიან.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა