|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალების" "გაჭირვებულ" კოორდინატორებს ბიუჯეტის ხარჯზე ეხმარებიან?!

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები  მოქალაქეების მოტყუების გზით ბიუჯეტიდან თანხებს იღებენ, რომლებსაც შემდეგ თავად იყენებენ,“ - აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორმა სულხან ქობულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ქობულაძემ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც   ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურსა და მოქალაქეებს  შორის არსებულ კორუფციულ გარიგებებს ასახავს.

როგორც სულხან ქობულაძე ამბობს,  „ნაციონალური მოძრაობის“  კოორდინატორები მიდიან მოქალაქეებთან,  ართმევენ პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტს, შემდეგ მათ სახელზე წერენ განცხადებას, რომ ეს ადამიანები გაჭირვებულები  არიან და დახმარება სჭირდებათ.

ქობულაძის თქმით, აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, როდესაც ბანკში მოქალაქის სახელზე ფული დაირიცხება, „ნაციონალების“ კოორდინატორები კვლავ აკითხავენ მოქალაქეებს, საკუთარი მანქანებით მიყავთ ბანკში, საიდანაც მოქალაქეს ფული გამოაქვს.

„თუმცა ფულს „ნაციონალების“ აქტივისტები მოქალაქეებს არ აძლევენ და თვითონ იტოვებენ. ამგვარი  დაახლოებით 40-50 შემთხვვაა დაფიქსირებული. ჩვენ  ვესაუბრეთ მოქალაქეებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მოტყუებით გამოართვეს პირადობის მოწმობები და რეალურად რაში სჭირდებოდათ არ იცოდნენ. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ფაქტების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან და მოკვლევას დაიწყებენ,“ - ამბობს სულხან ქობულაძე.

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის კახა ქორიძის თქმით, სულხან ქობულაძის განცხადება ბრალდება და ცილისწამებაა.

„ყველაფერს აქვს საზღვარი უნამუსობის გარდა. თვითონ თქვა, რომ სამართალდამცავებს მიმართავს ფაქტით დაინტერესდეს. მე მზად ვარ ნებისმეირ კითხვას გავცე პასუხი,“ - ამბობს ქორიძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სოციალური პროგრამებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი დევს.  

 

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა