|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერია ქალაქის განვითარებას ხელს უშლის"

"ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის განვითარებისათვის არ ზრუნავს. ამ პროცესში თვითმმართველობა შემაფერხებელ რგოლად არ უნდა იქცეს" – აღნიშნული  განცხადება მერიის ეკონომიკუირ სამსახურის უფროსმა და  „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრმა მალხაზ ჭრელაშვილმა გააკეთა.

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ქალაქის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  2013-2017 წლების საშუალოვადიანი პროგრამა წარმოადგინეს.

პროგრამა იმ ძირითად   მიმართულებებს მოიცავს, რომლის კუთხით აღნიშნულ პერიოდში ქუთაისის განვითარება უნდა მოხდეეს.

ქალაქის განვითარების გეგმა სოციალური პროექტების, განათლების, კულტურული და სპორტული პროგრამების  განხორციელებას, ტურიზმის ხელშეწყობის განვითარებას, ქალაქის გარე განათების მოწესრიგებას, ნაგავსაყრელის მოწყობას, ქონების ზუსტ აღრიცხვას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მალხაზ ჭრელაშვილის თქმით, აუცილებელია ქალაქის განვითარების პროგრამა პროექტად გადაიქცეს.

„თუმცა ამ გეგმის რეალურ განხორციელებას ხელს უშლის ის, რომ არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ნება.  აუცილებელია რეფორმების გატარება თვითმმართველობაში. დოკუმენტი თაროზე შემოდებული არ უნდა დარჩეს, როგორც ეს აქამდე იყო,“ - ამბობს მალხაზ ჭრელაშვილი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა