|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საღამოს საათებში ქუთაისში პატრული მძღოლებზე ნადირობს"

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტს ბუსუსებიან პრეზერვატივებზე მსჯელობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმების შემცირებას ურჩევს. აღნიშნულის შესახებ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ, ქუთაისში, საპატრულო პოლიცის შენობის წინ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


წულაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები კრიტიკას ვერ უძლებს.

წულაიას განცხადებით, ისინი არა ადამინისტრაციული სამართალდარღვევის შემცირებას, არამედ მძღოლების გაყვლეფასა და ეკონომიკის დაუძლურებას ემსახურება.

წულაიას თქმით, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით, მათი პარტია მომავალ კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.

გარდა ამისა, წულაია  შსს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწოდებს. როგორც ის ამბობს, დღის საათებში ქალაქის გარეუბნებში პატრული იშვიათად ჩნდეა, ხოლო საღამოს საათებში მძღოლებზე ნადირობა იწყება.

"უსამართლობაა, როდესაც 10 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანას 150 ლარიან საურავს არიცხავ. ამიტომ პარლამენტს მოვუწოდებთ, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებისათვის მტკივნეული და აუცილებელია", – ამბობს წუალია.
 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა