|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგა გიორგაძე: "სახელმწიფო პატიმრებს დასაქმებით უნდა დაეხმაროს"

"სახელმწიფო ციხიდან გამოსულ ადამიანებს უნდა დაეხმაროს, არა მარტო კონტროლით, არამედ შესაბამისი პროგრამების განხორციელებით, რაც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ნაკლებ რეციდივთან,  ყაჩაღობასთან და კრიმინალთან გვექნება საქმე," -ეს განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში  პრობაციონერთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესის გაცნობის შემდეგ გააკეთა.

გიგა გიორგაძესთან ერთად დიდ ჯიხაიშში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გილიგაშვილიც იმყოფებოდა.  

 დიდი ჯიხაიშის მექანიზატორთა გადამზადების ცენტრში სასწავლო კურსს 6 პრობაციონერი გადის. პრობაციონერების გადამზადების პროექტს სასჯელაღსრულებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ.

ერთთვიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პრობაციონერებს სერტიფიკატები გადაეცემათ და რაიონების მიხედვით მექანიზატორებად იმუშავებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა