|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსახლეობა TV "იმედი"-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს

დავა ტელეკომპანია „იმედის“ სატელევიზიო სტუდიის გარშემო  ტელევიზიასა და ქუთაისში მცხოვრებ მოსახლობას შორის გრძელდება. სტუდიის მშენებლობის გამო, პროტესტს ის მოსახლეობა გამოთქვამს, რომელთა საცხოვრებელი კორპუსის თავზე მიმდინარეობს მშენებლობა.

მშენებარე პარლამენტის წინ მდებარე კორპუსში, ირაკლი აბაშიძის N17 ბინაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირაში ტელევიზიის წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ სტუდიის დასათავლიერებლად. პირველი შეხვედრა მოსახლობის ინიციტივით 13 მაისს შედგა, თუმცა, როგორც მოსახლეობა აცხადებს, ტელევიზიის წარმომადგენლებს სახელებითა და გვარებით თავი არ წარუდგენიათ.

„მე თვითნ შემოვიპატიჯე სახლში, ვაჩვენე რა მდგომარობაა, რომ დაზიანებულია კედლები. ამის მიუხედავად,  24 საათის განმავლობაში მუშაობენ.  როგორც ვიცით 26 მაისს სტუდია უკვე მზად უნდა იყოს.  ტელევიზიის წარმომადგენელმა  ჩვენი პროტესტი პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში ჩაგვითვალა,“- ამბობს ირაკლი აბაშიძის N17 ბინაში მცხოვრები ფარნაოზ სინატაშვილი.

 სინატაშვილი იხსებს  მეორე შეხვედრასაც, რომელიც მისი თქმით, 14 მაისს გაიმართა. როგორც მოსახლობა აცხადებს, მორიგ შეხვედრას  ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული  სამსახურის უფროსი გიორგი გიორგაძე და რამდნიმე თანმხლები პირი ესწრებოდა. „მეორე შეხვედრა უფრო ნორმალურ ვითარებაში წარიმართა, მაგრამ რად გინდა, თავად არაფრი უთქვმას. დაგვპირდა   რომ ჩვენს მოთხოვნებს ტელევიიზის ხელმძღვანელობას გადასცემდა და პასუხი 3-4 დღეში იქნებოდა ცნობილი,“ -  ამბობს ფარნაოზ სინატაშვილი.

ირაკლი აბაშიძის ქუჩის N17 ბინის, მერვე სართულის მცხოვრებლები  ტელევიზიიდან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ. მოთხოვნათა ჩამონათვალში მათი დაზიანებული ბინების შეკეთება და კომპენსაცის სახით, თანხით უზრუნველყოფაც   შედის. „მთელი დღე და ღამე მუშაობენ აღდგომის შემდეგ. არ გვძინავს. თქვენი თავლით ნახეთ, როგორ არის დაზიანებლი სახლი. რამდენიმე დღის წინ კანალიზაციის მილი გასკდა და მასამ ქვემოთ ჩამოჯონა. ეს ოჯახის შეურაცხყოფაა. ჩემთან სახლში იზრდება სოსო ჯინჭარაძის შვილი. მოგეხსენებათ მისი ოჯახის წვერები მემორიალის აფეთქებისას გარდაიცვალნენ. ბავშვი საშინელ დღეშია. სამუშაოების ხმის გაგონებაზე შიშები აქვს. რატომ უნდა ეძინოს ბავშვებს მთელი ღამე ყურებში  „ბამბაგაყრილებს“?,“ - ამბობს  ფარნაოზ სინატავშილი. მასთან ერთად პროტესტს სტუდიის მშენებლობის გამო სხვებიც გამოთქვამენ. მათ შორის არის ჟუჟუნა გოგოლაძე. ქალბატონი ლოგინად არის ჩავარდნილი და გადადგილება უჭირს. მისი თქმით, აბაზანაში ყოფნისას მშენებარე სტუდიიდან ხშირად ქვები ცვივა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს თავადაც დაზიანდა. „წნევიანი ქალი ვარ, მთელი ღამე „დრელის“ ხმა ისმის. შეუძლებელია ასე ცხოვრება. არავინ არის ჩვენი პატრონი. ლიფტი შეარემონტეს და ახლა ამასაც გვაყვედრის ტელევიზია. არადა, გარედან  შეალამაზეს მხოლოდ,“- ამბობს ჟუჟნა გოგოლაძე.

მოსახლოება  ტელეკომპანია „იმედის“  გადაწყვეტილებას  ელოდება. „არ ვიცით მომავალში რა უნდა ვქნათ თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. იურისტები გვუბნებიან, რომ სამართალი ჩვენს მხარესაა. მაგრამ იმასაც ამბობენ , რომ ამ უსამართლო ქვეყანაში სასამართლო პროცესსაც ვერ მოვიგებთ, რადგან „იმედი“ ხელისუფლების ტელევიზიაა,“ - ამბობს ფარნაოზ სინატაშვილი.

ტელეკომპანია „იმედის“ პროდიუსერი ირმა ლორია აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ტელევიზიის წარმომადგენელთა მხრიდან მოსახლეობასთნ შეხვედრის შესახებ. „არაფერი ვიცი ვინ იურისტი ელაპარაკა მოსახლეობას. პრეტენზიებით მიმართონ იმ სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს. სტუდიას, ჩვენ კი არა, მშენებლები აშენებენ,“  –  განაცხადა newpress.ge-სთან სატელეფონო საუბარში ტელეკომპანია „იმედის“ პროდიუსერმა ირმა ლორიამ.

ტელეკომპანია იმედის სტუდიის მშნებლობა ქუთაისში გასული წლის იანვარში დაიწყო. რვასართულიანი კორპუსის შენობის თავზე  სტუდიის  „დაშენებას“  სამშენებლო კომპანია „შპს 184“ უზრუნველყოფს.  სამშენებლო კომპანიაში  ამბობენ, რომ სამუშაოები  ღამის საათებში უკვე შეწყვეტილია.  „ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთას ვასრულებთ. საღამოს, 6 საათის შემდეგ ვცდილობდით, ნგრევითი სამუშაოები არ გევწარმოებინა. ღამის  საათებში, ისიც მხოლოდ რამდენიმე დღე,  მარტივ სამუშაოებს ვასრულებდით. რაც შეეხება, გაუძლებს თუ არა შენობა სტუდიის  მასას? თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, 80 ტონა ტვირთი გავიტანე აქედან და 25 ტონა შემოვიტანე. სამუშაოების დროს მტვერი ნამდვილად რა ეყრებათ თავზე. როგორც ვიცი, მოსახლეობას ესაუბრნენ ტელევიზიის წარმომადგენლები და თუ რამე ზარალი მიადგათ, აუნაზღაურებენ,“ –  ამბობს „შპს 184“–ის  დირექტორი ირადიონ გოგსაძე.

ქუთაისში „იმედის“ სტუდიის მოწყობა მიმდინარე წლის 26 მაისისთვის უნდა დასრულდეს.  ადგილზე ამჟამად კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

ავტორი: თეო ხარაბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა