|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„summer job”-ისთვის სტუდენტებს თვითმმართველობები არჩევდნენ

„სასწავლებლების თვითმმართველობები წინასწარ არეგისტრირებდნენ მათ მიერ არჩეულ სტუდენტებს ვებ–გვერდზე და მათ სიებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აგზავნიდნენ, რამაც სტუდენტთა
 ნაწილის პროტესტი გამოიწვია,“ - ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთ ასოცაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ეხება.

უმაღლესი სასწავლებლების სამუშაოს მაძიებელი სტუდენტების განცხადებები პროგრამაში ჩართვის შესახებ ინტერნეტ სივრცეში პროგრამის დაანონსების დღიდან გაჩნდა. სტუდენტებს  რეგისტრაცია ელექტრონულ ფორმატში, 20 მარტიდან 20 აპრილამდე უნდა გაევლოთ. თუმცა  მათ დარეგისტრირება 19 მარტის ღამის საათებიდან დაიწყეს. შედეგად,  სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა თავიდანვე ხარვეზებით წარიმართა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სამუშაოს მაძიებელი სტუდენტების ნაწილი  პროგრამის მიღმა აღმოჩნდა. 

სტუდენტთა დარეგისტრირების პროცესთან დაკავშირებული დარღვვევის გარდა, საია პროგრამის ლოგოზეც ამახვილებს ყურადღებას. ორგანიზაციის  განცხადებით, summer job-ის ლოგო „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერს ჰგავს.

 „რამაც შესაძლოა საზოგადოების თვალში სახელმწიფო ბიუჯეტით განხორციელებული ღონისძიებების პარტიულ საქმიანობასთან გაიგივება გამოიწვიოს“, -  ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში. დასაქმების პროგრამის ლოგოსთან მიმართებაში, მსგავსი შეფასება სოციალურ ქსელ  facebook-შიც გაჩნდა: „დასაქმდი და შემოხაზე ხუთიანი“.

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია. აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში 25 000 სტუდენტის დასაქმება იგეგმება. სტუდენტები  20 ივლისიდან 20 აგვისტომდე იმუშავებენ.   მათი ანაზღაურება 500 ლარით განისაზღვრება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა