18 წლის ახალგაზრდა საქმის სისხლიან გარჩევას შეეწირა
პოლიცია ამ დრომდე ეძებს ეჭვმიტანილს, რომელმაც სოფელ
დიმში 18 წლის გრიგოლ მარუაშვილი მოკლა.
იმერეთის რეგიონის სოფელ დიმში 18 წლის ახალგაზრდას მკვლელობა
სკოლელებს შორის სისხლიან საქმის გარჩევას მოჰყვა. წუხელ,
18 წლის გრიგოლ მარუაშვილი, სავარაუდოდ, 16 წლის ახალგაზრდამ მოკლა.
კონფლიქტი სკოლაში დილით დაიწყო და საღამოს საქმის გარჩევით
გაგრძელდა. ეჭვიმატანილმა, მარუაშვილს სახლში მიაკითხა და გარეთ გაიყვანა. რის შემდეგაც,
მოგვიანებით, მამას ბავშვის ყვირილის ხმა შემოესმა. გრიგოლ მარუაშვილი, ადგილზევე, მრავლობითი
ჭრილობებით გარდაიცვალა.
"გავედი ჭიშკართან, ორივე ჩაცუცქულები იყვნენ. არაფრის
ხმა არ ისმოდა. ჩემი ცოლი გავიდა სანთებელით ხელში, წამოდითო უთხრა, მანდ რას აკეთებთო.
რომ შემოვიდა ჩემი მეუღლე, მითხრა, გამეკითხა ბავშვებისთვის. უცებ ბავშვის ხმა მომესმა,
დამჩეხა ამ ღორმაო. მივედი და შემომაკვდა ხელში," –ამბობს გარდაცვლილის მამა თემურ
მარუაშვილი.
"ჯერ გაიყვანა ჭიშკართან, სალაპარაკო გვაქვსო. მერე ცოტა მოშორებით წაიყვანა. იქ დანა დაურტყამს.
რვა ჭრილობა აქვს მიყენებული,“ – აღნიშნა გარდაცვლილის მეზობელმა მაყვალა მოწონელიძემ.
გარდაცლილს ერთი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მეორე – ზურგში. 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე