„ქართული ოცნება“ ქუთაისის მერიის წინააღმდეგ დავას აგრძელებს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციამ ქუთაისის
მერიის წინააღმდეგ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა.
„ქართული ოცნება“
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 8 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის
მიხედვითაც დავა მერიის დასუფთავების სამსახურის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის გამართლებით
დასრულდა.
კოალიციამ გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის აქციის დაშლასთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 4 მაისს შეიტანა. საქმე ეხება, მიმდინარე წლის 1 მაისს, ქუთაისში მომხდარ ინციდენტს როდესაც, კოალიციის წევრების განცხადებით, ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურმა მათ მიერ მოწყობილი აქცია წყლის ჭავლით დაშალა. აქციას „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მართავდა.
„ამჟამად მივმართავთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს,
რათა გადაიხედოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იქნეს მიღებული
ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გადაწვეტილება
და არა პოლიტიკური, როგორიც ეს უკვე გააკეთეს“, - განაცხადა
სარჩელის შეტანის დროს კოალიციაში
შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის
ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ. თუმცა მისივე თქმით, კოალიაცას
სარჩელის ობიექტურად განხილივის იმედი არა
აქვს.
„ამის მიუხედავად, კანონის ყველა ფორმას გამოვიყენებთ
იმისათვის, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს“, - ამბობს ნატო ქათამაძე.
კოალიციის ადგილობრვი ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ
იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლომაც არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, თავიანთი
სიმართლის დამტკიცებას უზენაეს სასამართლოში შეეცდებიან.
ავტორი: თეკლა მორგოშია