|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი თემურ ცაგარეიშვილი თანამდებობს ტოვებს.


ცაგარეიშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე, მომავალი კვირიდან დაემშვიდობება.

არსებული ინფორმაციით, საფინანსო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან წასვლას ახალ მთავრობის მოსვლასა და ქუთაისის მერიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. თუმცა, თემურ ცაგარეიშვილი მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებს.

newpress–ის ინფორმაციით, თემურ ცაგარეიშვილი მერიის დასუფთავების ქვეკონტრაქტორ შპს "ქუთაისსერვის ჯგუფის" დირექტორის მეორე მოადგილედ ინიშნება.
 
ცაგარეიშვილს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის პოსტი 2010 წლიდან უჭირავს. მანადე ის  ქუთაისი ვიცე მერი იყო. ასევე, გახლდათ საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოში შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის მერიაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თანამდებობიდან სხვა სამსახურის უფროსებიც წავიდნენ. მათ შორის არის ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ვალერი კლდიაშვილი.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა