|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა.

newpress.ge-ის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანო წერეთლის უნივერსიტეტის 2011–2012 წლების ფინანსურ დოკუმენტაციას იკვლევს.

როგორც ირკვევა, საგამოძიებო ორგანო უნივერსიტეტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სასწავლებლის რამდენიმე ლექტორმა მთავარ პროკურორს წერილი გაუგზავნა.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია. 2011–2012 წლების ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვეს და მივეცით. თუ სხვა რამე დააინტერესებთ, იმასაც მივაწვდით,“ – განუცხადა  newpress.ge-ს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა