მსოფლიოს უმაღლეს კოშკურათა შორის ქუთაისი ხუთეულშია [Photo]
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის ნავიგაციის კოშკურა მსოფლიოს უმაღლეს tower-თა ხუთეულშია.
მსოფლიოს უმაღლეს კოშკურათა ხუთეულში ლიდერობს ბანგკოკის
კოშკურა, რომლის სიმაღლე 130 მეტრს შეადგენს.
მეორე ადგილზეა აბუდაბის საჰაერო ნავიგაციის კოშკურა
(110 მეტრი სიმაღლე).
ხუთეულში მე–3 ადგილი უჭირავს სტოკჰოლმის კოშკურას, რომლის სიმაღლე 83 მეტრს შეადგენს.
მე–4 ადგილი, თავისი სიმაღლით (ასევე 83 მეტრი) ერგო მუმბაის აეროპორტის კოშკურას.
ხოლო მე–5 ადგილზე მსოფლიოს უმაღლეს კოშკურათა შორის ქუთაისის აეროპორტის ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკურა მოხვდა, რომლის სიმაღლე 55 მეტრს შეადგენს.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა