|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალები საქართველოდან" ქუთაისში

"მადლობა ამერიკას, რომ მან საშუალება მოგვცა აქ გვეცხოვრა და ჩვენი ოჯახები გამოგვეკვება", – ამ დასვნას აკეთებენ ფილმის, „ქალების საქართველოდან“, პერსონაჟები, ქართველი ემიგრანტი ქალები.

ლევან კოღუაშვილის ფილმის, „ქალები საქართველოდან“, ჩვენება 25 აპრილს ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. იგი Cinemobile Caucasus პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს პროექტის ავტორებმა.

მსგავსი ჩვენებები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში იმართება. კინოჩვენებები მოეწყო სომხეთში, აზერბაიჯანში და რეგიონში არსებული პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

„კავკასიაში მცხოვრები ადამიანები ნაკლებად იცნობენ ერთმანეთის კულტურას, ასევე პრობლემებს, რაც არასწორია“, – აღინიშნა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში სირთულეებია თავად კინემატოგრაფის კუთხით. "აზერბაიჯანში კინო ნაკლებად ვითარდება და მთლიანად სახელმწიფოდან იმართება. იგივე პრობლემებია სომხეთის კინემატოგრაფშიც. მაგალითად, ერთმა სომეხმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი ყარაბაღის კონფლიქტზე, თუმცა ეშინია მისი ჩვენების როგორც სომხეთში, ისე საქართველოში“, – აღნიშნა პროექტის Cinemobile Caucasus წარმომადგენელმა, კინორეჟისორმა არჩილ ხეთაგურმა.

ქუთაისში ფილმის ჩვენება განაპირობა სტატისტიკამ, რომლის მიხედვით ემიგრანტი ქალების ყველაზე დიდი ნაკადი სწორედ ქუთაისიდან გაედინება.

"ქალები საქართველოდან" სოციალურ გასაჭირს ეხება, რომელმაც ქართველი ქალები გახიზნა უცხოეთში, კერძოდ ამერიკაში.

ფილმის პერსონაჟები ყვებიან ყველა იმ კულტურულ, მენტალურ პრობლემაზე, რასთანაც უწევთ ურთიერთობა. ისინი ორ სამყაროს შორის ითელებიან: ამერიკა ბოლომდე არ იღებს, საქართველო კი სოციალური პრობლემების გამო უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს მათ.

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა. Cinemobile Caucasus –ის წარმომადგენლები ფილმის ჩვენებებს აჭარასა და სვანეთის რეგიონში გააგრძელებენ.


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა