|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინდუსტრიული ზონის ქარხნიდან 400–მდე ქართველი მუშა სამსახურიდან დაითხოვეს

ამ წუთებში, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქართულ–ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ გათავისუფლებული მუშები ქარხნის წინ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, დაახლოებით 400–მდე მუშას, რამდენიმე დღის წინ გამოუცხადეს, რომ 6 თვის განმავლობაში სამსახურიდან გათავისუფლებულნი იყვნენ და მათ  ეტაპობრივად აღადგენდნენ.

თუმცა, მუშების განცხადებით, მათ სამსახურში აღდგენის დაპირების არ სჯერათ. რადგან, მუშების თქმით, მსგავსი შემთხვევები ადრეც იყო, თუმცა არცერთი გათავისუფლებული უკან აღარ მიუღიათ.

„მოვითხოვეთ, კომპენსაციის სახით სამი თვის ხელფასი მაინც დაერიცხათ, რომ ახალი სამსახურის შოვნამდე,  პურის ფული მაინც მიგვეტანა სახლში. მაგრამ, ამაზეც უარი გვიხრეს. 288 ლარს ვიღებ ხელფასს, თუმცა საშინელ პირობებში გვიწევს მუშაობა. მიზეზებს ეძებდნენ რომ გავეთავისუფლებინეთ და ახლა მათი დაპირების არ გვჯერა, რომ 6 თვის შემდეგ სამსახურში დაგვაბრუნებენ,“ – ამბობს საწარმოდან გათავისუფლებული ბესიკ გრძელიძე.

„ფრეშ ჯორჯიადან“ გათავისუფლებული ქალბატონების ნაწილი, რომლებიც საწარმოს დასუფთავებაში მუშაობდნენ, მათი გათავისუფლების მიზეზად საწარმოს არაბი ხელმძღვანელობისთვის სახლის დალაგებაზე ნათქვამ უარს ასახელებენ.

გარდა ამისა, საწარმოდან გათავისუფლებულები დაბალ ანაზღაურებასაც აპროტესტებენ. მათი განცხადებით, თუ ქართველი მუშები თვეში 288 ლარს იღებდნენ, არაბებს, რომლებიც იმავე სამუშაოს ასრულებენ, დაახლოებით 3000 დოლარამდე აქვთ ხელფასი.

აქციის მონაწილებს ქარხნის წარმომადგენელი მიშა ჭავჭანიძე შეხვდა, რომელმაც მუშებს განუცხადა, რომ ისინი ქარხნიდან  დროებით გაუშვეს.

ჭავჭანიძემ აქვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საწარმოს ქართული წარმომადგენლობის  ხელმძღვანელმა, მიხეილ თიგიშვილმა უნდა მიიღოს. რომელსაც ადგილზე დაახლოებით ორ საათში ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ინდუსატრიულ ზონაში ქართულ–ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯია“ 2009 წელს გაიხსნა. საწარმოში დაახლოებით 900–მდე მუშა იყო დასაქმებული.

„ფრეშ ჯორჯიაში“ საოჯახო ტექნიკას აწარმოებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა