ხვალ ჟურნალისტებისთვის სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს
ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მასმედიის
წარმომადგენლებისთვის, სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს. ქუთაისის მთავრობის სახლში
(ი. აბაშიძის #5) მედიაცენტრი 10:00 საათიდან გაიხსნება. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები მედიაცენტრში 11:00, 13:00, 15:00 საათზე გაკეთდება.
საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტები მედიაცენტრში 14:30 სთ–დან 15:00 სთ–მდე უნდა მივიდნენ, სამხედრო აღლუმზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლები კი მედიაცენტრში 15:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე უნდა გამოცხადდნენ.
საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტებს, 15:00-მდე მედიაცენტრში ყოფნა შეეძლებათ.
ქუთაისში, ახალ პარლამენტში საზეიმო სხდომა ხვალ, 17:00 საათზე გაიხსნება, რომელსაც სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სხდომა ერთ საათს გაგრძელდება, ხოლო 18:00
საათისთვის ქუთაისში, უკვე სამხედრო აღლუმი ჩატარდება.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე