ქუთაისის ციხეში ზუგდიდელ პატიმრებს ლიკვიდაციით ემუქრებიან?
ზუგდიდან ქუთაისის მეორე ციხეში გადმოყვანილი სამი პატიმრის ოჯახის წევრები პატიმრების ისევ ზუგდიდში დაბრუნებას ითხოვენ. რადგან მათი განცხადებით, ქუთაისის ციხეში მსჯავრდებულების ლივკიდაცია იგეგმება.
პატიმრების ახლობლები დღეს #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრიბნენ. მათი თქმით, პატიმრები ქუთაისში ორი კვირის წინ გადმოიყვანეს, ხოლო ოჯახის წევრებმა დღეს ანონიმური წერილი მიიღეს, რომ ქუთაისში მათ ლიკვიდაციას უპირებენ.
პატიმრების ახლობლების განცხადებით, სამივე პირი შიმშილობს.
ისინი უკანონო პატიმრები არიან და მათ თავიდან მოშორებას ამიტომ გეგმავენ.
ავტორი: ქრისტი ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა