|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულების სამინისტროში ზუგდიდელი პატიმრების შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაციას არ ფლობენ

ქუთაისის ციხეში გადმოყვანილი ზუგდიდელი პატიმრების შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ. 

სამი პატიმარი ზუგდიდდან ქუთაისის მეორე ციხეში დაახლოებით ორი კვირის წინ გადმოიყვანეს. პატიმრების ახლობლები აცხადებენ, რომ ისინი უკანონო პატიმრები არიან და აქვთ ინფორმაცია, რომ ციხეში მათი ლიკვიდაცია იგეგმება. 
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ვისი მხრიდან შეიძლება მოხდეს პატიმრების ლიკვიდაცია.  უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ საქმის მოსაკვლევად მეტი ინფორმაცია სჭირდებათ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა