დასაქმების მოთხოვნით ქუთაისელ სტუდენტთა აქცია ერთ საათში დაიწყება
ქუთაისელი სტუდენტები ხელისუფლებისაგან სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის აღდგენას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს სასწავლებლის ეზოში აქციას გამართავენ.
აქცია, სადაც სტუდენტები პროგრამის გაგრძელების მოთხოვნას დააყენებენ, 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ე.წ. summer job გასულ წელს განხორციელდა. პროგრამაში ჩართულმა პირებმა ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურების სახით 400 ლარი მიიღეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა