ქუთაისის მერობის დაწუნებული კანდიდატი მოთხოვნებს აყენებს
ქუთაისის მერობის
ერთ-ერთმა კანდიდატმა გელა ხუნდაძემ დღეს პარლამენტთან
აქცია გამართა, სადაც რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა.
მისი თქმით, პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით უნდა მიიღოს
კანონი განაჩენების გადასინჯვის შესახებ. გელა ხუნდაძის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა
განსაკუთრებით ქალი პატიმრების მიმართ გამოტანილ განაჩენებს ეხება.
გარდა ამისა, ხუნდაძე მთავარი პროკურატურის მიერ საგამოძიებო
კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელმაც „ოქროს საწმისის“ თემა უნდა გამოიძიოს. ხუნდაძის თქმით, ოქროს საწმისთან დაკავშირებით ოფშორული
ზონიდან 14 მილიონ გადმოირიცხა, რაც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და მინისტრებმა გაინაწილეს.
ქუთაისის მერობის კანდიდატი ასევე უნდობლობას უცხადებს
ქუთაისის საოლქო და რაიონულ პროკურატურას, სადაც მისი თქმით, „ნაციონალების“ კორუმპირებული კადრები არიან დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ გელა ხუნდაძე ქუთაისის მერობის მსურველ 70 პირს შორის ერთ-ერთი იყო, თუმცა ის ასაკის გამო დაიწუნეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე