|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მერი: "თანამდებობებს ვუყურებ და არა პერსონალიებს"

ქუთაისის ახალი მერი დიმიტრი კოპალიანი ოფიციალურად მერის პოსტზე მუშაობას ორშაბათიდან (10 ივნისი) შეუდგება. მიმდინარე კვირაში კი, როგორც კოპალიანი ამბობს მერიის სტრუქტურის გაცნობით შემოიფარგლება.

ახალი მერის ოფიციალური მუშაობის დაწყებიდან მალე მერიაში უკვე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს, რომელიც დასაქმებულთა რიცხვის (700–მდე ადამიანი) განახევრებას ითვალისწინებს.

ქუთაისის ახალ მერს რეორგანიზაცია აუცილებლობად მიაჩნია.

„მე უფრო თანამდებობებს ვუყურებ აქ და არა პერსონალიებს. თუ შევადარებთ, ლონდონის მერიაში 100 ადამიანი მუშაობს და  ნოუ–იორკ სიტის მერიაში 400 კაცია დასაქმებული. აქვე უნდა შევადაროთ ქალაქის ბიუჯეტიც. კონკრეტულ დეტალებზე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების  შემდგე ვისაუბრებთ,“ – აცხადებს დიმიტრი კოპალიანი.

ქალაქის მერის თქმით, მერიაში ახალი კადრების მიღება შესაძლოა კონკურსი წესით მოხდეს. თუმცა, რა ფორმატში ჩატარდება კონკურსი, მისი თქმით, ჯერჯერობით, უცნობია.

კოპალიანის ქუთაისის მერიაში გამჭირავალე სისიტემის შექმანაზე საუბრობს. ქალაქის ახალი მერი საზოგადოებასთან მჭირდო თანამშრომლობის მიზნით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასაც გეგმავს.


როგორ აპირებს ქალაქის ახალი მერი გეგმების განხორციელებას, იქნება თუ არა პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების დროს, რა კავშირია აქვს "პატრიოტთა ალიანსთან"  და ვისგან მიიღო მერობის შეთავაზება, როგორ აპირებს ქუთაისისთვის თვითმმართველოიბის ფუნქციის დაბრუნებას და რა როლი და სტატუსი უნდა ქონდეს ქუთაისს? ამ და სხვა საკითხებზე ინტერვიუ ქუთაისის ახალ მერთან, დიმიტრი კოპალიანთან იხილეთ გაზეთ "ახალი გაზეთის" ორშაბათის (10 ივნისი) ნომერში.





ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა