|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი "ნაციონალებთან" შეხვედრის შემდეგ: "ყველას აზრი მინდა მოვისმინო"

ამ წუთებში დასრულდა შეხვედრა ქუთაისის მერსა და საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპურტატებს შორის.

ქალაქის მერის განმარტებით, შეხვედრამ მეგობრულ გარემოში ჩაიარა და გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. კოპალიანის თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ ზოგადად ქალაქში მინდინარე პროცესებს შეეხნენ.

"საჭიროდ ჩავთვალე შევხვედროდი ფრაქციის წარმომადგენლებს, რადგან ყველას აზრი მინდა მოვისმინო," – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

შეხვედრიდან გამოსული "ნაციონალები" ქალქის ახალ მერთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერად აფასებენ. საკრებულოს ნაციონალი დეპუტატის გია უკბებას განცხადებით, დახურული შეხვედრა ქუთაისის მეორე ქალაქის სტატუსს შეეხებოდა, სადაც პარლამენტი უნდა დარჩეს.

"ამ საკითებზე ჩვენი ხედვები დააახლობდა  და იმედი მაქვს, ჩვენი სამომავლო გეგმებიც დაუახლოვდება ერთმანეთს," –  განაცხადა შეხვედრის დამთავრების შემდეგ გია უკლებამ.

მისივე თქმით, ანალოგიური შეხვედრები კიდევ ბევრჯერ ექნებათ ქალაქის პირველ პირთან. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა