|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობის დეპუტატი თანასოფლელს:"ეგ არის არაკაცი, მეც და ბიძინაც გვაგინა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე  სოფელ ჭოგნარის მკვიდრის ვახტანგ ბერიკაშვილის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ დეპუტატმა მას აგინა, პროვოკაციას უწოდებს.

ნიშნიანიძის თქმით, ის განცხადება, რომ დეპუტატი  მის თანასოფლელ ვახტანგ ბერიკაშვილს დახმარებას დაპირდა და მოატყუა,  სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ეგ არის არაკაცი. მაგის გულისთვის უამრავი საქმე გავაკეთე. ანჟელა ორჯონიკიძეს პირადად მივწერე. ჯანდაცვის სამინისტროში შუამდგომლობა გავაგზავნე. 2 000-ლარზე მეტი თუ არ დაურიცხეს, რა ჩემი ბრალია. გუშინ დამირეკა ბერიკაშვილმა და მე და ბიძინას გვაგინა.  მე არ ვარ თერჯოლის მაჟორიტარი, მიმართონ კახა ბუცხრიკიძეს.  ის არაფერი დახმარების ღირსი არ იყო, მაგრამ მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე, მან კიდევ ცოცხალ-მკვდარი მაგინა,“ - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ჭოგნარის მკვიდრის განცხადებით, ის თავს „ქართული ოცნებისგან“ მოტყუებულად გრძნობს და თავის დაწვას არ გამორიცხავს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა