|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძალოვნები ქუთაისელებს ქუჩაში ჩხრეკენ – „შენ ბიჭო რა­ღაც ქურ­დულ ტალ­ღა­ზე ხარო"

ქუ­თა­ის­ში,  სა­ღა­მოს სა­­თებში ქვე­­თად და ავ­ტო­მობილით მო­სი­­რუ­ლეები ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლებას ერი­დებიან. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებისა და უშიშ­როების  თა­ნამ­შრომ­ლების მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა ჩხრე­კის ფაქ­ტებია. რო­გორც ირ­კვე­ვა, ძა­ლოვ­ნები მო­ქა­ლა­ქე­თა ვი­ნაობისა და საცხოვ­რებელი ად­გი­ლის გარ­კვე­ვის გარ­და, მათ  ვი­ზუ­­ლურ დათ­ვა­ლი­­რებასაც ახდე­ნენ.

„ახალ გა­ზეთს" ის ადა­მი­­ნები და­­კავ­შირ­დნენ, რომ­ლებიც ძა­ლოვ­ნების მხრი­დან მსგავს ჩხრე­კა­სა და შე­მოწ­მებაში მოყვნენ. მათ მი­ერ მო­წო­დებულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, წყაროს კონ­ფი­დენ­ცი­­ლობის დაც­ვით, უც­ვლ­ლად გთა­ვა­ზობთ:

ფაქ­ტი №1   

„ეს ამბავი დაახლოებით ერ­თი თვის წინ მოხდა. სა­მუ­შაო სა­­თების დას­რუ­ლების შემ­დეგ, სამ­სახური­დან დაბრუ­ნებული ჩე­მი მე­გობარი მი­სი საცხოვ­რებელი სახლის წინ იდ­გა. ამ დროს ჩა­მო­­­რა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირ­მა, რო­მელ­მაც მას უთხრა, „შენ ბიჭო რა­ღაც ქურ­დულ ტალ­ღა­ზე ხარო". ჩე­მი მე­გობარი ნას­ვამ მდგო­მა­რეობაში იმყოფებოდა და უპა­სუხა, „რა ქურ­დულ ტალ­ღა­ზე ვარ, დის­ტრიბუტო­რი კა­ცი ვარ, მუ­შაობით და­ვი­ღა­ლე, ქურ­დები რო­დის იყო მუ­შაობდნენ, თა­ვი და­მა­ნებეო". ამის შემდგ ეს ადა­მი­­ნი წა­ვი­და. ცო­ტა ხნის შემ­დეგ ისევ ჩა­მო­­­რა და ჩემს მე­გობარს დე­და შე­­გი­ნა - „ვინც  ქურ­დულ  ტალ­ღა­ზე არის, იმის დე­დაო". ამა­ზე ჩემ­მა მე­გობარ­მა ვერ მო­ით­მი­ნა და ხელი და­არტყა. ამას მოყვა ის, რომ უშიშ­როების თა­ნამ­შრომ­ლები მან­ქა­ნებით მო­ვიდ­ნენ და  ჩე­მი მე­გობარი სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს. ადა­მი­ანს არც ერ­თი კბილი არ შე­არ­ჩი­ნეს. კბილების გა­კე­თება ახლა და­ას­რუ­ლა და მარ­ტო ეს 900 ლა­რი დაუჯდა".

შინა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხადებენ, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­­ლების მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა შე­ჩე­რებისა და მა­თი შე­მოწ­მების ფაქ­ტები ხდება, თუმ­ცა რო­გორც უწყებაში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამას მა­­­რი ხასი­­თი არა აქვს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "ახალი გაზეთის" ორშაბათის (10 ივნისი) ნომერში.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა