|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტარიელ ფოცხვერია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

# 7 სასჯელაღსრულების დაწესებულება 54 წლის ტარიელ ფოცხვერიამ, რადიო "პირველის" ცნობით" 4 ივნისს დატოვა.  კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ავტორიტეტს 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რომელიც მოგვიანებით ერთი წლით შეუმცირდა.

ტარიელ ფოცხვერია იგივე "ტარასა" უკრაინაში 2006 წლის 7 აპრილს დააკავეს - მას ბრალად ედებოდა 2006 წელის 27 მარტს, თბილისში ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობა და „კანონიერი ქურდობა“.
ფოცხვერიამ სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა და მას ამნისტია შეეხო.
ტარიელ ფოცხვერია 1959 წლის 26 თებერვალს ქუთაისში დაიბადა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა