newpress–ზე გამოქვეყნებული მასალის შედეგად, სოციალურად დაუცველს დაეხმარებიან
newpress.ge–ის მიერ გუშინ გავრცელებული
ინფორმაციის შედეგად, ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ციალა ახალაძე, სოციალური სამსახურის უფროსმა მოინახულა და დახმარებას დაჰპირდა.
აღნიშნულის შესახებ, newpress.ge– ის თავად ციალა ახალაძემ აცნობა.
ახალაძის თქმით, ქუთაისის მერიის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, მის საცხოვრებელ
პირობებს პირადად გაეცნო. „მოვიდა კახა ქორიძე და საკუთარი თვალით ნახა ჩემი
უკიდურესი გაჭირვება. ის დამპირდა, რომ უახლოეს დღეებში, 100 ლარიანი ვაუჩერით დამეხმარება. ასევე მივიღებ
ერთჯერად სოციალურ დამხმარებასაც,“ -
ამბობს ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ციალა ახალაძე.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ
საკითხთა სამსახურს, ციალა ახალაძემ ერთჯერადი დახმარების
თხოვნით, ხუთი თვის წინ მიმართა. თუმცა მისი განცხადება სამსახურში დაიკარგა. მას
შემდეგ რაც საკითხის მოკვლევა newpress.ge-მ დაიწყო, სამსახურის უფროსმა
განაცხადა, რომ ახალაძის პირობებით პირადად დაინტერესდებოდა.
56 წლის
ციალა ახალაძე, ქუთაისში, კუპრაძის ქუჩა #10 ში ნახევრად ჭერჩამოქცეულ სახლში ცხოვრობს.
ახალაძე ამორტიზებული კედლების ჩამონგრევის საშიშროების წინაშე ყოველდღე დგას.
ავტორი: ანა ჯანაშია