მოვაჭრეები ქუთაისის მერიასთან გზის გადაკეტვას აპირებენ
ამ წუთებში ქუთაისის მერიასთან "მწვანე ბაზრის" მოვაჭრეების საპროტესტი აქცია მიმდინაროებს.
ისინი გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ და ამ მიზეზით ქალაქის ახალ მერთან, დიმიტრი კოპალიანთან შეხვედრა სურთ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებისც მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
მოვაჭრეებთან ცოტა ხნის წინ მერის თანაშემწე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქის მერს ამ წუთებში სამსახურის უფროსებთან შეხვედრა აქვს, რის გამოც, ამ დროისთვის მათთან შეხვედრას ვერ მოახერხებს.
მოვაჭერეები კი აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა დაუყოვნებლივ არ შესრულება ისინი პროტესტს მასშტაბრუ ხასიათ მისცემენ და გზას გადაკეტავენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია