მოვაჭრეები ქუთაისის მერიასთან პროტესტს არ წყვეტენ
ამ წუთებში "მწვანე ბაზრის" მოვაჭრეებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ხვდება.
მღვდელაძის განცხადებით, მოვაჭრეების მოთხოვნა ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ სამართლიანია. თუმცა, გარემოვაჭრეებისთვისაც უნდა მოხდეს ალტერნატიული ფართის შეთავაზება.
"ეს ის პრობლემაა, რომელსაც ყოველთვის ვაპროტესტებდი. ეს საკითხი იდგა არჩევნებამდე და არჩვენების შემდეგაც. ჯერ ერთი, გარევაჭრობა ამახინჯებს ქალაქის იერ–სახეს და მეორეც, არ უნდა დაიჩაგროს პატიოსანი გადამხდელი მოვაჭრე, რომელიც ყოველთვიურად ფიქსირებულ გადასახადს იხდის," – განაცხადა მოვაჭრეებთან შეხვედრისას მამუკა მღვდელაძემ.
"მწვანე ბაზრის" მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ყოველთვიურად 250 ლარს იხდიან გადასახადს, ხოლო გარემოვაჭრეები ყოველგვარი გადასახახის გარეშე ახდენენ თავიანთი პროდუქტის რეალიზაციას.
"ეს არის კონკურენცია არაჯანსაღ პირობებში," – აცხადებს "მწავნე ბაზრის" მომუშავე აზა ირემაძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა