ქუთაისელი მოვაჭრეები - ყველა გვატყუებს, ამდენი ხანია ახალ მერს ველოდებით
"მწვანე ბაზრის" მოვაჭრეები ქუთაისის მერთან შეხვედრას კვლავ ითხოვენ.
"რა თათბირს ატარებს იმისთანას, ჩვენამდე რომ არ ჩამოვიდა?ამდენი ხანია ველოდებით მერს, როგორც იქნა დაინიშნა და მისგანაც მოვისმენდით, თუნდაც ტყულს. ჩვენ ხომ ყველა გვატყუებს. კიდევ ერთ ტყუილს ახალი მერისგანაც ავიტანდით," – აცხადებს აზა ირემაძე.
სავარაუდოდ, ქალაქის მერი "მწვანე ბაზრის" მოვაჭრეებს მერიის სამსახურის უფროსებთან თათბირის დამთავრების შემდეგ შეხვდება, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ისინი გზის გადაკეტვას აპირებენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა